„არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული“ – ნინო ცაციაშვილი

„არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი
ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული“ – ნინო ცაციაშვილი.

“მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვნის გამოკითხვის
შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განმარტებები
გააკეთა და ბრიფინგის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლების
შეკითხვებს უპასუხა.
ნინო ცაციაშვილმა არასრულწლოვნის მიერ, სავარაუდო ზეწოლის შედეგად
აღიარების ფაქტზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა: „აღიარებასთან
დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს მის
მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული და საზოგადოებაში
ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით რომ მხოლოდ ზეწოლის
შედეგად იქნა მიღებული აღიარებითი ინფორმაცია,“ – აღნიშნა ნინო
ცაციაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – დღევანდელი შეხვედრა უშედეგო არ იყო, რადგან ხელისუფლებამ პირველად ღიად აღიარა, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა სამართლიანი არ არის
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს