“არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა” – დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა

დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი ამბობს, რომ მათი მისამართით მუქარა არ ყოფილა და მათთან არც დაცვის სამსახური მისულა. როგორც მოძღვრის მამამ აღნიშნა, შვილთან დაკავების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს. აქ არავინ მოსულა. არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რა არის როგორ მიმდინარეობს, რა ხდება არაფერი არ ვიცი. დაკავების შემდეგ შვილთან არავითარი კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა ავთო მამალაძემ. მისივე თქმით, საქმის ერთ-ერთ მოწმეს ირაკლი მამალაძეს პირადად არ იცნობს – “მე პირადად არ ვიცნობ. გიორგი თუ იცნობს, ვერ გეტყვით” განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს – ბოკერია
შემდეგი სტატია(Foto) ტექნიკური უნივერსიტეტი გამოფენით „ექსპო-ჯორჯიაში“