არც მაინტერესებს, არც წავიკითხავ… – მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ფაილებზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჩანაწერებს, რომელიც მასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილებშია, “სისულელეს” უწოდებს.

როგორც მეუფემ “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნა, გამორიცხულია, მსგავსი ფაილებით ვინმემ მასზე ზემოქმედება მოახდინოს.

“მე მაგალითად, არც მაინტერესებს, არც წავიკითხავ ამ ჩანაწერებს. მე ვთქვათ გამოვდივარ ჯაშუში, ხათუნასგან ვიღებდი ინფორმაციას და გადავცემდი რუსეთის სამსახურს და ამაში ვიღებდი ფულს და რაღაცა სისულელე ფულია დასახელებული… ლუგარის ლაბორატორიაზე თუ მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც უცხოეთს უნდა გადავცე, კარგად ყოფილა ლუგარის ლაბორატორიის საქმე.

მარტივ რაღაცას გეტყვით, რის გამოც ვერ ქინება შანტაჟის თემა – რომც მქონდეს რაღაც ასეთი ჩადენილი, ის, რომ ვითანამშრომლო უფრო დიდი კომპრომატი იქნება. გამორიცხულია, რომ ასე ზემოქმედება მოახდინონ”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ლილუაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ​- დეკანოიძე