არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არამეფის საქმეა რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა – დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მისი თქმით, პარტიიდან გარიცხვის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა არაფერი იცოდა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ თავადაც პარტიიდან გარიცხვის შესახებ, მედიიდან შეიტყო.
„მე გავიგე ისევ და ისევ თქვენი მეშვეობით, ისე, როგორც ძალიან ბევრ რამეს ვგებულობდით თქვენი მეშვეობით მინისტრების კანდიდატებზე, გათავისუფლებაც თქვენი მეშვეობით გავიგე, უმრავლესობასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა, ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე, მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში, მაგრამ ვფიქრობ ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის, როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა, რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა ეგეთ დონეზე არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი იძახის, რომ შეუთანხმეს, ამით რა თქვეს, ვერ გავიგე, რომ თითონ ამ ხუთმა ადამიანმა ისევ თავიანთი თავი დააკნინეს, მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ, ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ისე თანამდებობი, იყოს მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს.
ვფიქრობ, რომ მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ის პრეტენზიები წავუყენო, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. განცხადების შინაარსი და კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარიასი, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა, როდესაც მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილს და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ დემოკრატიაზე, მორალსა და ეთიკაზე,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” პროვოკაციულია – რუსეთი, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება 2012“ – დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას აპირებს