,,არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან სააკაშვილის წინააღმდეგ ითანამშრომლებს”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 16, 2017 15:55

,,არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან სააკაშვილის წინააღმდეგ ითანამშრომლებს”

არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაშიც არანაირ გარანტიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეზე განაჩენი დამდგარია.

„რაც შეეხება იმას, რომ რაღაც გარანტიების სანაცვლოდ მეგის ქარდავამ შესაძლოა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, მსგავსი არაფერი ვიცი. არც კი განგვიხილავს რაიმე მსგავსი მეგის ქარდავასთან. საერთოდ, რა გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც მის წინააღმდეგ განაჩენია გამოტანილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხს, ადვოკატის თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა იმის თაობაზე, მიიღო თუ არა საექსტრადიციო მოთხოვნა საქართველოს მხრიდან, თუმცა გენერალური პროკურატურისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.

უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

WWW.IPN.GE

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 16, 2017 15:55

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics