“არც ისე შორს არის დრო, როდესაც NATO-სა და ევროკავშირის წევრი გავხდებით”

ირაკლი სესიაშვილი მეთიუ ბრაიზას განცხადებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს იმის კომპლექსური განცდა, საქართველო რა პროცესში იმყოფება”.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით დღეისათვის ყველაზე მაღალი ურთიერთობის ინტენსივობის ეტაპზე დგას და ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ, გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნია.

“ზოგიერთ პოლიტიკურ პირს, არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო რა პროცესში იმყოფება. ესაა ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, NATO-სთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც გვაქვს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული. მთელი რიგი მიმართულებებით, ჩვენ ვდგავართ დღეისათვის ყველაზე მაღალი ურთიერთობის ინტენსივობის ეტაპზე. ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ, გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. მე შემიძლია გითხრათ, რასაც NATO და მისი წვერები გვეუბნებიან – დღეს საქართველო ყველაზე ინტენსიურ პროცესში იმყოფება NATO-სთან. ამ ინტეგრაციის პროცესში, მიზანთან გაცილებით უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ.

NATO-ს შეფასებით საქართველოს დღეს გაცილებით მეტი რეფორმა აქვს ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებსაც MAP-ი აქვთ. არც ისე შორს არის ის დრო, როცა ჩვენ NATO-ს და ევროკავშირის წევრი გავხდებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-სა და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა. როგორც ბრაიზამ აღნიშნა, “აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს”.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებულებზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია“ახლა დროა რომ უკეთესად გაირკვეს რა ხდებოდა”- უსუფაშვილი წითელაშვილის სკანდალზე