არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ – ენძელა მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
სხდომაზე შესვლამდე ” ქართული ოცნების” დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ, შერეული სისტემით ჩატარდება.

“არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ, უნდა შევეგუოთ, რომ არჩევნები შერეული იქნება. პროპორციულ სისტემას მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ეს ხალხის მოთხოვნა იყო. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვართ სამხარეო სისტემის ქვეყანა და სასურველია, ორივე იყოს, პროპორიცულიც და მაჟორიტარულიც” – აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“არ მგონია, ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს” – ნოზაძე
შემდეგი სტატიაგაზრდილი და ორგანიზებულია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის