არც გარიცხვის და არც პარტიის დატოვების შესახებ საუბარი არ ყოფილა – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დეპუტატების გარიცხვის გარეშე დასრულდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ახლებთან დაპირისპირებულმა გუნდის წევრებმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდის ერთიანობა შენარჩუნებული იყოს, შესაბამისად პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

“არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, იყო გარკვეულ თემებზე საუბარი რისი პასუხიც იყო, “ჩვენ გადავწყვეტთ რამდენიმე დღეში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ,” მაგრამ გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა… ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდი იქნას შენარჩუნებული, გუნდის ყველა წევრი იქნას შენარჩუნებული. თუ გუნდის წევრი იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, დაველოდოთ. მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ დღეს არავის გამოუცხადებია,”-ამბობს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“დაკრძალვის შემდეგ შენიშნეს, რომ 300 ლარი აღარ იყო, ჩანთიდან ამოაცალეს” – რას ჰყვებიან დაკრძალვის დროს ჩადენილ ქურდობაზე