“არც ერთი ელისაშვილი, არც ერთი ენუქიძე, არც ერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება”

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეოთხე ნომრის ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ადამიანების დიდი ნაწილი, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს ანაცვალებენ.

„ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა არა იმიტომ, რომ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა ამ ქვეყნის ისტორიაში, ან უახლოეს პერიოდში რაიმე ცვლილებების განხორცილება, არამედ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა საკუთარ ბიზნესში. ეს რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამისი ძალიან მწარე მაგალითები საქართველომ ნახა, როდესაც ბიზნესმენები მოდიან საკუთარი ხალხის გაყიდვის ხარჯზე პოლიტიკაში და არა ხალხისთვის. ესეც არის ასეთი კლასიკური შემთხვევა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ლაგაზიძემ განმარტა, პოლიტიკოსებს, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, სხვა არგუმენტი არ აქვთ გარდა იმისა, რომ „სადაც ვერ ჭრის ფული იქ ჭრის დიდი ფული“.

„საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე ნამდვილად განიხილებოდა, შესაძლებელია მოახდინოს „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა, არც ერთი ელისაშვილი, არც ერთი ენუქიძე, არც ერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება საარჩევნო კოდექსში ისტორიული ცვლილებების შესატანად. ამიტომაც ეს არგუმენტი არის სრული სიყალბე. მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის არჩევნების ცვლილებაზე ანუ იმაზე, რომ დაიკლოს ბარიერმა, ამასაც არც ელისაშვილი, არც ენუქიძე და არც ღობეგლეჯიაშვილი არ უშველის იმიტომ, რომ აქ მეორე უკიდურესობასთან გავქვს საქმე, ამ შემთხვევაში საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც არ გროვდება თუნდაც 10 ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში.ამიტომ ვერაფრით გაიმართლებს ის თავს- ერთი არგუმენტიც ყალბია, მეორე არგუმენტიც ყალბია“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი: ჩვენთან იყვნენ 3 კვირის წინ
შემდეგი სტატიავაშაძე – არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო თაკო ჩარკვიანთან მისული