არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თუ გინდათ დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არ შევა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან არც ერთი დეპუტატი არ შევა პარლამენტში. მისი თქმით, ვინც ვერ გაუძლებს ცდუნებას, არ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი, არამედ იქნება „რაღაც ნივთი“.

„მოკლედ, მითქმა-მოთქმას ბოლო რომ მოეღოს, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში, რაზე არის „ქართული ოცნება“ წამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია ან არ თანხმდება, ვინ თანხმდება, ვინ არ თანხმდება – ერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დაესმევა დღეს, დარწმუნებული ვარ.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თუ გინდათ დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არ შევა; არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა; მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი. ანუ, ვინმე თუ შევა და პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს – ჩემი პოზიცია ასეთია. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ექვსი კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ ექვსმა ადამიანმა. მე გამოვრიცხავ, მაგრამ მაინცდამაინც, ჰიპოტეტურად, ვინმე შევიდა, ის ვერ იქნება ვერ დეპუტატი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას არ აპირებს, მათ შორის ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყველა წარმომადგენელი
შემდეგი სტატიააჭარაში COVID19-ით 49 წლის ექიმი დაიღუპა