ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა რომ უდანაშაულოა.
“არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ”- თქვა სასულიერო პირმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის პირველი წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში ბრალდების მხარე პროცესის დახურვის შუამდგომლობას აყენებს.