,,არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს და კანონის დარღვევა არავის შერჩება”

ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიეს ყველაფერი ტოვებს შეშინებული ხელისუფლების ტაქტიკის შთაბეჭდილებას- ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგები აფასებენ
შემდეგი სტატია,,თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყოფილი მინისტრის მოსაზრებების მოსმენა სურთ, ეს ნორმალური მოვლენაა”