არც ერთ მოქალაქეს არ სიამოვნებს წავიდეს ქვეყნიდან და თავშესაფარი ეძებოს ევროპაში, ამას გაჭირვება აიძულებს

ჩვენს არც ერთ მოქალაქეს, არ სიამოვნებს წავიდეს ქვეყნიდან და თავშესაფარი ეძებოს ევროპაში, ამას საყოველთაო გაჭირვება აიძულებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს მოქალაქეებს ამას აიძულებს საყოველთაო გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ქვეყანაშია. თუ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას უნდა, რომ ამ ხალხის ნაკადი შეაკავოს, თუ სურვილი აქვთ რომ ხალხი სამშობლოში დაბრუნდეს, ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს, ლარი უნდა იყოს მყარი და ფასები – სტაბილური. მთავრობას არ შეუძლია ამ პირობების შექმნა, სწორედ ამიტომ არის გაზრდილი ხალხის ნაკადის წასვლა საზღვარგარეთ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსები შენდება
შემდეგი სტატიაუნდა დავსვათ კითხვა, თუ რატომ ვემორჩილებით ამ სისხლიანი ჯალათების დამამცირებელ მმართველობას?