არც ერთ იმ საქმეზე, სადაც სტრასბურგმა დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, ნათქვამი არ არის, რომ პირები იყვნენ პოლიტპატიმრები- ლომჯარია

„სტრასბურგის სასამართლოს არც ერთ იმ საქმეზე, სადაც დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ნათქვამი არ აქვს, რომ პირები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები”- განაცხადა სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სხდომაზე , სდაც მას დეპუტატებმა მოუსმინეს:

„სტრასბურგის სასამართლოს არც ერთ იმ საქმეზე, სადაც დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ნათქვამი არ აქვს, რომ პირები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ეს არის პოლიტიკური შეფასების პროცესი და ამ თვალსაზრისით კრიტერიუმად დღეს ითვლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები და შესაბამისად, იმისთვის, რომ მოხდეს პირის ცნობა პოლიტიკურ პატიმრად, აუციელებელია შეფასდეს გადაწყვეტილება, თუ რომელ კრიტერიუმთან მოდის თანხვედრაში. ამ თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მინისტრთა კომიტეტის პოზიციები, რამდენად დამაკმაყოფილებელად ჩათვლის ის საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას იწყებს – ჟურნალისტს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საქმე პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის- ჯანელიძე