“არც დე იურე და არც დე ფაქტო” – ზელენსკი დონბასის დათმობას არ აპირებს

უკრაინის მიერ რუსეთის მოთხოვნის შესრულება და მისთვის დონბასის დათმობა ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ არის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, უკრაინა არც დე ფაქტო და არც დე იურე დონბასს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხი განიხილება, მაგრამ უკრაინა დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსულად არ აღიარებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 14-15 დეკემბერს ბერლინში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, ბერლინიდან გამგზავრების შემდეგ თვითმფრინავში უპასუხა უკრაინული მედიასაშუალებების შეკითხვებს.

“რაც შეეხება რუსების პოზიციას, სანამ ის არ შეიცვლება, თქვენ იცით, ჩვენი დონბასი სურთ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია, მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე – არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.
ჩვენ არც დე იურე და არც დე ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად – დროებით ოკუპირებულ ნაწილად. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, ეს მთავარია. ჩვენ ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, იმედი აქვს, რომ დოკუმენტების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინული დოკუმენტების დასრულების შემდეგ, აშშ-ის მხრიდან უახლოეს დღეებში რუსეთთან კონსულტაციების გამართვაა მოსალოდნელი.

ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა,რომ ამჟამად რეფერენდუმის განხილვა არ მიმდინარეობს, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული თუ იქნება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში მასშტაბური ამინისტიის შედეგად, 20 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება
შემდეგი სტატია“თუ, რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინას, ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება” – დონალდ ტუსკი