“მე არც არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთში სტუდენტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

ქვეყნის პირველმა პირმა თქვა, რომ “დოკუმენტი კონსენსუსის გარეშე არის ხელმოწერილი”.

“სამწუხაროდ ეს დოკუმენტი შექმნილია, ხელმოწერილია კონსენსუსის გარეშე. ალბათ იცით, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომელიც შედიოდა კომისიაში დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. წესი რომლის მიმართაც პოლიტიკურმა ძალებმა ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს, წესი რომელიც სამწუხაროდ შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს”- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება კიდე ერთხელ გააკრიტიკა.

“ძალიან ნათლად მინდა გითხრათ: კონკრეტულად მე, არასდროს, არც არავის შევეკვები და არაფრისდიდებით ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაცნია, რომ ყველას გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები” – განმარტა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტი პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება, როგორ მიიტანონ შეტევა პარლამენტზე“ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილის 3 შეთავაზება