არც არაადამიანურ მოპყრობას არ აქვს იქ ადგილი, არც წამებას – სამხარაძე სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, მესამე პრეზიდენტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არაა, თორემ პენიტენციური სამსახურის მიმართ დიდი საერთაშორისო წნეხი იქნებოდა.

“მე არ მგონია, რომ იქ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ჰქონდეს ადგილი იმიტომ, რომ ეს რომ მართლაც ასე იყოს ნამდვილად ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი იქნებოდა ამ შემთხვევაში მთელ პენიტენციურ სისტემაზე, იმიტომ, რომ ადამიანის წამება ასე მარტივი საკითხი არ არის და ასე მარტივად მისაფუჩეჩებელი საქმე არ არის, ამიტომ არც არაადამიანურ მოპყრობას არ აქვს იქ ადგილი, არც წამებას”, – თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში
შემდეგი სტატიავაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება