“არც 9 წელს გახსენებთ, არც ხალხის ქუჩაში დახოცვას”- კობახიძე რატანს

პარლამენტის თავმჯდომარემ გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მოსახლეობას მოუწოდა, რომ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს გამოსვლა, დღეს გორში კონსტიტუციას განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზში მყოფებს სთხოვა თითოეულ გამომსვლელს მშვიდად მოუწმინონ.
მან ასევე, გამოსვლელელებს მიმართა, რომ”საზოგადოების პროვოცირებას” ნუ მოახდენენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა დეპუტატ სერგო რატიანსაც.

”აქ იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე ბატონო სერგო, ჩვენ კონსტიტუციაზე უნდა ვისაუბროთ. საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომელიც თქვენ არ უნდა გეხსენებინათ. ჩვენ არ დაგვიწყია აქ 9 წელზე საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. არც 9 წელს გახსენებთ, არც ქუჩაში ხალხის დახოცვას, არც არაფერს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონსტიტუციაზე”- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაინტერესოა, არჩევნების რომელ მოდელში წარმოუდგენია წარმატებულად თავი გიორგი მარგველაშვილს – ჯეჯელავა
შემდეგი სტატიათბილისის მერია უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს