არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე – გია ვოლსკი

როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე – ასეთ კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარლამენტთან იმართება.

„სარკასტულად შეიძლება ვუპასუხო, რომ „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ და ვერ მოაწყვეს. სამწუხაროდ, ადამიანების დაშავების ფაქტები იყო, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა იმ დანაშაულებებს შორის, რაც ჩაიდინეს, თუნდაც მიტინგის დაშლის დროს და იმ მოვლენებს შორის, რაც 20 ივნისს მოხდა, შეუძლებელია, გამორიცხულია, მაგრამ მცდელობები იქნება და ერთ-ერთი გამოხატულება იყო დღევანდელი სტვენა. როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე. ასე რომ, ეს პასუხი ზუსტად შეესაბამება, ადეკვატურია იმ კომენტარებისა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გააკეთეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტში საშემოდგომო სესია ხმაურით დაიწყო.

სხდომა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენის შემდეგ დაიწყო.

პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიამ ორი ძალოვანი სამინისტროს ხელმძღვანელების კანდიდატები დაასახელა.

უმრავლესობის გადაწყვეტილება აქცია „სირცხვილიას“ წევრებმა გააპროტესტეს და საკანონმდებლო ორგანოსთან დეპუტატებს სირცხვლის დერაფანი მოუწყვეს. მოგვიანებით, კი შენობაში შევიდნენ.

სესიის დაწტებისას, საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპროტესტო სტვენა დაიწყეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გავიდნენ.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა: გახარია ყოველთვის არის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა პროცესებს გაამწვავებს და პოლიტიკურ სურათს უფრო პოლარიზებულს გახდის