არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა + ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი

არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა + ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი თანდათან ანაცვლებს ბრიტანულ.

„მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის დელტა + და მათ შორის დელტა + გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ დელტა + გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი დელტა შტამი ფიქსირდება ჩვენთან. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ 40-დან 50%-მდე უკვე ქვეყანაში ჩაანაცვლა ალფა, ანუ ბრიტანული შტამი დელტამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიხობში და ლენტეხში წყლდიდობამ პრობლემები შექმნა ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი