“არავითარი გამოკითხვა არ იქნება, კრიმინალები შეხვდებიან ერთმანეთს და იქნება “რაზბორკა” ვინ გაიტანა სუბელიანის ჩანაწერი – გრიგოლ ვაშაძე

შესაძლო სისტემური დანაშაული მირზა სუბელიანის მონაწილეობითა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არ სჯერა, რომ გამოძიება რეალურ შედეგს გამოიღებს.

მისი თქმით, სკანდალურ ჩანაწერებში მონაწილე პირების გამოკითხვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.

“კრიმინალები შეხვდებიან და იქნება “რაზბორკა” ვინ ჩაწერა და გამოიტანა ფირი – იმდენი ფირი, რამდენიც „ომეგას“ და ,,იბერიის“ საქმის დატერორებაზეაგამოქვეყნებული, აქამდე ყველა დამნაშავე დასჯილი თუ არა, დაკავებული უნდა იყოს. ყველა ვინც ამ ფირებში ფიგურირებს. დარწმუნებული იყავით, არავითარი გამოკითხვა არ იქნება. ეს იქნება სუფთა წყლის ფორმალობა, ერთი კრიმინალი შეხვდება მეორეს, რაღაცაზე მოილაპარაკებენ და დაიწყებენ რაზბორკას. ხომ გახსოვთ ეს ტერმინოლოგია, რომლითაც პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი პროკურორი საუბრობენ.

დაიწყებენ რაზბორკას, როგორ მოხდა რომ სუბელიანის და მისი საუბარი ვიღაცამ ჩაწერა და გამოიტანა“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

გავრცელებულ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე და მათი გამოძიების ძალადობრივ მეთოდებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მამუკა ბახტაძეს სთავაზობს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს
შემდეგი სტატიასაქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მწარმოებელი, ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს – მარგველაშვილი