არავითარი ძალის გამოყენება ყირიმელი თათრების მიმართ არ იქნება

არავითარი ძალის გამოყენება ყირიმელი თათრების მიმართ არ იქნება

არავითარი ძალის გამოყენება ყირიმელი თათრების მიმართ არ იქნება„პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ სახალხო დეპუტატი, ყირიმელი თათრების ეროვნული ლიდერი მუსტაფა ჯემილევი და ყირიმის მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს, საუბარი გაგრძელდა 40 წუთს. ამის თაობაზე თავისი ფეისბუქის გვერდზე დაწერა ჟურნალისტმა აიდერ მუჟდაბაევმა.
„მთავარი შედეგი: არავითარი ძალის გამოყენება ყირიმელი თათრების მიმართ არ იქნება“ – დაწერა ჟურნალისტმა.
პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ მიტინგზე ჩუბაროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის დაპირებით, უკრაინა შეწყვიტავს ვაჭრობას დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.
„ჩვენ საუბარი გვქონდა ბლოკადასთან დაკავშირებულ მომენტებზე. პრეზიდენტმა შეგვპირდა, რომ ის დაავალებს მთავრობას, ორშაბათ-სამშაბათს მიიღონ გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ყირიმთან ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით,“ – თქვა ჩუბაროვმა.
მისივე სიტყვებით, კვირას, 22 ნოემბერს, ასევე შედგება შეხვედრა ენერგეტიკის და ნახშირის მრეწველობის მინისტრთან ვლადიმერ დემჩენკოსთან, სადაც განიხილავებ ახალ ხელშეკრულებას ყირიმის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ არ დაემატება ადამიანის უფლებების დაცვა ყირიმის ნახევარკუნძულზე, ხელს არ მოაწერენ.
მუსტაფა ჯემილევმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შეწყდება პროდუქტების და სხვა სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა ყირიმის ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, მაგრამ „მიუხედავად ამისა, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში ჩვენ განვიხილავთ საჭირო პროდუქტების და მასალების სიას, რომელთა მიწოდება აუცილებელია, რომ ყირიმის მოსახლეობა, რომელიც არ ღალატობს სახელმწიფოს ერთგულებას, არ დაზარალდეს ამ სიტუაციაში“ – განაცხადა ჯემილევმა.
21 ნოემბერს დღისით, ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მოხდა კონფლიქტი ძალოსნებს და ყირიმელ თათრებ შორის, რომლებიც იცავდნენ დაზიანებულ ელექტრობოძებს ჩაპლინკაზე. ჯემილევმა მოუწოდა ძალოსნებს, “დაფიქრდნენ თავიანთი მოქმედებების ადექვატურობაზე“.
მანამდე ჟურნალისტმა ოსმან ფაშაევმმა განცხადა, რომ 500 უკრაინელი ძალოსანი აპირებდა ყირიმელ თათრებზე შეტევის განხორციელებას კონფლიქტის ზონის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ყირიმთან.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს