„არავითარი დაგუბება არ არის, საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდ არის” – მღებრიშვილი ჭუბერში არსებულ ვითარებაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ დროის მონიტორინგით სვანეთში სტიქიის განმეორების საშიშროება არ არის.მღებრიშვილის განცხადებით, მაღალი რისკის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოხდა.
„არავითარი დაგუბება არ არის. მსგავსი საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდ არის. მთავარი არის რომ მსხვერპლი არ გვაქვს და მოვახდინეთ დროული რეაგირება გამოვიყვანეთ მაღალი რისკის ზონიდან ადამიანები. თუკი ახლაც რაიმე რისკი იქნება ადამიანებს მივაქცევთ ყურადღებას და საშიში ზონებიდან გამოვიყვანთ. ადგილზე შევაფასებთ სიტუაციებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“-აცხადებს მღებრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება
შემდეგი სტატიაგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერი – „გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას“