თამარ სანიკიძე: არავითარი დაძაბულობა კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს მის დაშლას

tamar-sanikidze

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, როდესაც კოალიციის შიგნით პოლიტიკოსები ერთმანეთზე საუბრობენ, მათ მეტი დაფიქრება მართებთ.

აღნიშნული განცხადება, განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გოგი თოფაძის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

“გოგი თოფაძის მხრიდან განცხადება რამდენჯერმე გაკეთდა. ეს არ იყო პირველი და ბოლო განცხადება. თითოეულ განცხადებაზე გვქონდა ყველას ჩვენი რეაგირება და ვამბობთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ერთმანეთზე, მითუმეტეს კოალიციის შიგნით, მეტი დაფიქრება გვმართებს. ანალოგიურად იგივე რეაგირება იქნება ჩემი, როგორც მინისტრის მხრიდან და ნამდვილად არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს გააჩენს. არავითარი დაძაბულობა და დაპირისპირება კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს კოალიციის დაშლას”,- აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტაა
შემდეგი სტატიაფოთის პროკურორს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მოსამართლეობა სურს