არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია მიშას ბოდვას ერთიან სიასთან დაკავშირებით – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი განცხადას ავრცელებს.

“ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია მიშას ბოდვას ერთიან სიასთან დაკავშირებით.
ეს ზუსტად ისაა, რაც „ოცნებას“ უნდა, რომ მერე ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს და ნაცებად გამოაცხადოს. იტყვით, უმაგისოდაც აცხადებესო, მაგრამ ერთიანი სიის შემთხვაში უკვე სასაცილო აღარ იქნება მათი ეს მესიჯი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, ამიტომ საარჩევნო მათემატიკაში არაფერს ცვლის, თუ ისინი ცლაკე გავლენ. მთავარია შედარებით წვრილმა პარტიებმა შეძლონ გაერთიანერბა და ისეთ ცენბტრებად ჩამოყალიბება, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ.

ოპოზციამ საარჩევნოდ ერთიანი სია კი არ უნდა გააკეთოს, არამედ უნდა გააფორმოს მემორანდუმი, რას იზამენ, თუ არჩევნებს მოიგებენ. მემორანდუმში სხვა საკიტხებთან ერთად პასუხი უნდა გაეცეს ორ უმნიშვნელოვანეს კითხვას:
1) როგორ აღსრულდება მართლმსაჯულება?
ორონდ ეს არ უნდ აიყოს სადღეგრძელო, რომ ყველას გვინდა დამოუკიდებელი სასამრთლო.
კონკრეტულად მუხლების დონეზე უნდა გაიწეროს, რა სახის გარანტიოები ჩაიდება კანონმდებლობაში მართლსმასჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რათა მერე ვიცოდეთ, რა იყო დაპირება და რა შესრულდა.
3) ახალ კოალიციურ მთავრობას რა პოლიტკა ექნება რუსეთთან მიმართებაში (დასავლეთთან მიმართებაში რა პოლიტკა ექნება ისედაც გასაგებია და ამას უთქმელადაც ჩაწერენ). ეს საკითხი მნისვნელოვანია, რადგან „ოცნება“ ხალხს აშინებს, ესენი თუ მოვლენ, რუსეთთან ომი დაიწყებაო. ამიტომ ამომრჩეველმა წიანსწარ უნდა იცოდეს, როგორი იქნება ახალი ხელისუფლების პოლიტკა რუსეთთან მიმართებით, რომ ეს შიშები მოიხსნას (აქაც კონკრეტიკაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, შეურთდებიან თუ არა სანქციებს და ა.შ. )
ამ საკიხებზე ნათელი პასუხები უმნიშნვლეოვანესია, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა წინასაარცევნოდ სამ ძირითად მესიჯზე იდგება: რევანშისთვის მოდიან, ყველანი ნაცები არიან, ესენი თუ მოვლენ რუსეთთან ომი დაიწყება.” – განაცხადა მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე – სააკაშვილი
შემდეგი სტატია2012-ში გვეგონა გვეშველა,მაგრამ კოჰაბიტაციამ თავები გადაგვჭამა – მოროშკინა