,,არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებაში”

არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებაში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში განუცხადა, სადაც მან გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი შეაჯამა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით სერიოზული პროგრესი აქვს.

“არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან მიმართებაში და არც ნატოსთან მიმართებაში. 2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები გქონდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატოში, ხვალ საქართველოს ექნება მაპ-ი. მერე, როცა მაპ-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველომ მაპ-ზე უკეთესი მიიღო. აი, ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება დღეს ძალიან კარგად ხედავს რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება და ეს ყველაფერი არჩევნების დროს გამოჩნდება. საზოგადოებამ 2012-ში და 2014-ში ეს არჩევანი ორჯერ უკვე გააკეთა. ნატოსთან ინტეგრაციის კუთხითაც გვაქვს სერიოზული პროგრესი. ამაზე გვქონდა გერმანიასთან საუბარი. არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად. არ არის კონსენსუსი გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, ამერიკელ და გერმანელ პარტნიორებთან“,- განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი „ინსტაგრამზე“ სოფელ ოძისში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს