“არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სანქციების მოხსნა,” – მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე საუბრობს

უსაფრთხოების საკითხები, ბრძოლა ტერორიზმთან და ისლამურ სახელმწიფოსთან, სირია, მიგრაცია – ეს არის ის მთავარი თემები, რომლებიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა განიხილონ, თუმცა კვლავაც აქტუალური რჩება უკრაინის საკითხი.

მიუნხენში იმყოფება ოდესის გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი. მისი თქმით უკრაინამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვს, რომ დასავლეთმა არ მოუხსნას რუსეთს სანქციები.

„ძალიან ბევრი ცდილობს დასავლეთში მოხსნას სანქციები, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. არ არის შესრულებული, რუსეთმა არაფერი არ გააკეთა და შემდგომ პრობლემებს გვიქმნის. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა ყველასთან, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სანქციების მოხსნა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი აცხადებს, აუცილებელია საქართველოც დარჩეს საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში.

„ნატო არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი საკითხი. ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსი თავად, თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით და როგორ უნდა უმკლავდებოდეს ის იმ გამოწვევებს, რაც გლობალური მასშტაბით ალიანსს გააჩნია,“ – განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაჩეჩილაძეს დირექტორობაზე უარი მეორედ ეთქვა
შემდეგი სტატია“ეს არის დასამარება პროკურატურის” – ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე