“არავისთვის მიღალატია, რადგან არაფერი ვიცოდი და ახლა საკანში მშვიდად მძინავს” – პაატა მანჯგალაძე

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 90

პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი დაუსაბუთებელი და აბსურდულია – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ აქციის ორგანიზაციულ საკითხებში ჩართული არ ყოფილა – “ორგანიზება კი არა ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად”.

“ვოცნებობ იმ მასშტაბის პოლიტიკოსი ვიყო, რომ 100 ათასი კაცის ორგანიზება შევძლო, ამაყი ვიქნებოდი რომ შემეძლოს” – თქვა პოლიტიკოსმა პროცესზე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ 4 ოქტომბრის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა, ახლა საკანში მშვიდად ძინავს, რადგან იცის, რომ მოღალატაედ ვერავინ გამოაცხადებს.

მართლა არაფერი ვიცოდი და მიხაროდა. რამე რომ გაეთქვა ვინმეს ყველას ეცოდინებოდა, რომ მე არ ვიყავი. ახლაც საკანშიც მშვიდად მძნავს, რადნა თუ ვინმემ ვინემს უღალატა, მე არ ვყოფილვარ. არაფერი ვიცოდი.

ეს ბრალი, რაც წაყენებული მაქვს, გადაჭარბებულია. მგონია რომ უსამართლოა ეს ყველაფერი. იურისტი ვარ და დავასაბუთებ. ერთადერთი მტკიცებულება არის ვიდეო პერფორმანსი და შეიძლება იქ არც ვყოფილიყავი. მითხრეს, შეგიძლია მოხვიდეო და მივედი, ჟურნალსიტებს ველოდები. ერთი გოგო მოდის ფოტოს იღებენ და მოდიო. კი არ ვემიჯნები არავის, ინდა სწორად გაიგოთ, უბრლაოდ არ ვიყავი ამ ჯგუფის წევრი.

მართლა ვიოცნებებდი, მე პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, 100 ათასი კაცი შევკრიბო. ზვიად გამსახურდიასავით, მერაბ კოსტავასავით დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს. არც კი შევკრებივათ, კაცო. ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“რუსული ოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ” – შაიშმელაშვილის პასუხი მოსამართლეს
შემდეგი სტატია“ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მიღებული ნორმაა” – ბეჟან წაქაძე