არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კულმინაცია-იზორია ზურაბიშვილის განცხადებებზე

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კითხვას, რას ფიქრობს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, 2008 წლის კულმინაცია იყო საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია იმ აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით. 2008 წელს კულმინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ კულმინაციამ მიიღო რეალური სახე უშუალოდ მონაწილეობით და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიშარტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ველობილიკით პეკინის გამზირს დაუკავშირდება
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს