არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს – კალაძე

რასაკვირველია, მთავარი და უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა.

„მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერთიანებაც გინდათ. ყველაფერს დაინახავს საზოგადოება. ვნახავთ, სადაც ვიმყოფებით, ამ რთულ გზაზე. ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას, რა თქმა უნდა, არ მიღირს ამად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის არგუმენტი, ვიძახოთ, რომ ეს რუსული კანონია, იმდენად უსუსური გახდა, რომ გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ არანაირ სამართლებრივ გარჩევაში – ვოლსკი
შემდეგი სტატიაშემაშფოთებელი განვითარებაა და საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ – ევროკომისიის წარმომადგენელი