“არავის მივცემთ იმის შესაძებლობას, დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის არჩევნებს”

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

დღეიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” იწყებს აქტიურ მზადებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელშიც პარტია დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა, სადაც ის პრემიერმა შტაბის ხელმძღვანელად წარადგინა.

“ნამდვილად საპასუხისმგებლოა ეს ჩემთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, როგორც მმართველი პარტია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემორატიულ, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში. არავის მივცემთ იმის შესაძებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები შეუქცევადია. ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო შტაბის ფორმირება. უახლოეს დღეებში, დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ქართველი ამორჩევლის გამარჯვებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის ამ ნდობისთვის. მთლიანი აქტივი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მივაღწიოთ, რაც იქნება აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის”.- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“კახა კალაძის კაპიტნის თვისებები მნიშვნელოვანი იქნება, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას”
შემდეგი სტატიაპოლონეთში აფეთქების საშიშროების გამო ათობით დაწესებულების თანამშროემლი ევაკუირებულია