არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა – კალაძე

არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა – ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ტაქსების საფასურთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პირველ დღეებში, იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა იქნება მოგვარებული. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ რეფორმის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ეს რეფორმა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – მოქალაქეები აცხადებენ, რომ ფასები სამჯერ არის გაზრდილი და როგორ აპირებს თბილისის მთავრობა, დაარეგულიროს კერძო ტაქსების ფასები, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ფასები აუცილებლად დარეგულირდება.

„რა ინდიკატორებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია. რამოდენიმე დღის წინ იყო პრობლემები. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც დღეს ბაზარს წარმოადგენენ. აუცილებლად დარეგულირდება და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს “ქართული ოცნების” დეპუტატზე, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცუია და შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ვითარებაში, აუცილებელია დეესკალაცია”- ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ