“არავის გვაქვს ილუზია იმისა, რომ მარგველაშვილი პირდაპირ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებდა”- ბესელია

ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვის დროს გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, მცდარია გიორგი მარგველაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პერსონალურად მარგველაშვილს უკავშირდება. ბესელიას თქმით პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს:
„პრეზიდენტი ღიად და აშკარად ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს თითქოს ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ. ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ძალიან აზიანებს პროცესს. არავის არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს არის რაიმე შიშით ნაკარნახევი“- განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით გიორგი მარგველაშვილი ცდილობს საზოგადოებას თავისი მცდარი მოსაზრება მოახიოს თავს.

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება – ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი დღეს გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვას დაესწრება