“არავის ეგონოს, რომ ეს ყველაფერი დღეს დამთავრდა” : მეუფე ამბობს, რომ “ბოროტ სულს” არ სძინავს

არავის ეგონოს, რომ ეს ყველაფერი დღეს დამთავრდა იმიტომ, რომ რომ არ სძინავს იმას, ვინც ამის განხორციელებას ცდილობს. პირველ რიგში ეს არის ის ბოროტი სული, რომელმაც პირველად უღალატა უფალს და შემდეგ აიძულებს ადამიანებსაც, რომ უღალატონ ღმერთს, – განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ სალხინოს სამონასტრო კომპლექსში, სადაც წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფემ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ  ეკლესიაში არეულობის შეტანის მცდელობები არ დასრულებულა.

“მინდა ყველას, პატრიარქის მხედრობას მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ გაიღეთ ეკლესიის წინაშე და დღევანდელ დღესაც თქვენ იყავით მაგალითი ქრისტიანობისა, თავშეკავებისა და ამავე დროს სიმტკიცისა, ეკლესიის ერთიანობის დასაცავად.

ჭყონდიდის ეპარქიის დამშვიდება და ეკლესიის თავის ფუნქციის დაბრუნებისა, იმ ადგილებში სადაც ეს პრობლემები იყო და მზაკვრული გეგმით, რომელიც არ იყო საქართველოს ეკლესიისთვის სასარგებლო და ემსახურებოდა ეკლესიის დანაწევრებას და გახლეჩას, ჩვენ ვხედავთ რომ ეს გეგმა ჩაუვარდათ და ვეღარ განხოციელდება, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს ყველაფერი დღეს დამთავრდა იმიტომ, რომ რომ არ სძინავს იმას, ვინც ამის განხორციელებას ცდილობს. პირველ რიგში ეს არის ის ბოროტი სული, რომელმაც პირველად უღალატა უფალს  და შემდეგ აიძულებს ადამიანებსაც, რომ უღალატოს ღმერთს. “- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე: უფალმა მოგვცა ძალა, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი
შემდეგი სტატიაბასილაია: რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს