არავის ეგონოს ეს ვიგინდარა რაინდი ვასაძე რამეს წარმოადგენდეს, ეს არის ვანკა-სტანკა ივანიშვილის-გიგი უგულავა

გუშინდელი ღამე იყო ლუსტრაციის ღამე-ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ ანტისაოკუპაციო აქციაზე გააკეთა. მისი თქმით, გაბუნიას განცხადების შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლება ერთხმად ალაპარაკდა ერთი და იგივე ტექსტებით. მისი თქმით, ხელისუფლებამ თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო.

„შედეგი მიიღო ხელისუფლებამ უარესი. გაბუნიას გამოსვლა იყო ცუდი, შევთანხმდით და გავიარეთ და რეაქცია ხელისუფლების იყო ისეთი, რომ აი მომენტი დავიჭირეთ, ფეხქვეშ ცოტა მიწა ვიგრძენი და წავიდა. ისე არ სცემენ საკუთარ თავს პატივს, რომ გადაწყვიტეს შეასაღონ თეზისი, რომ გაბუნიას პრუტუნის გამო შეიძლება რუსეთმა შენ დაგბომბოს. აი ასეთი იდიოტობა როგორ შეიძლება თავში მოგივიდეს და მერე საკუთარ ხალხს შეასაღო ეს. ამას მერე დაემატა და აზვირთდა და აზვირთდა. იქ კალაშნიკოვს, გავრილოვის ბოლოში პესკოვის განცხადება, რომლებმაც პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა რომ ადექი და მოთხოვე შენი ახალგაზრდები. ანუ 20 ივნისის არ იყო საკმარისი. დაახლოებით 15 წელია აღარ მომისმენია რუსეთის ხელისუფლება ბედავდეს და შენი ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს. რუსეთის გამო ხალხი გალახეს და მათი გული მაინც ვერ მოიგეს. აი ეს არის ქოცი,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით ლევან ვასაძის აქციის მონაწილეებს არაფერი აკავშირებს თავისუფლებასთან და მითუმეტეს მართლმადიდებლობასთან.

მისივე თქმით, ივანიშვილის სწორედ მათი მეშვეობით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება.

“ხელისუფლება, რომ დაიწყებს მიტინგების მოწყობას, იმას დედა არ ჰყავს, არავის ეგონოს ეს ვიგინდარა რაინდი რამეს წარმოადგენდეს. ეს არის ვანკა-სტანკა ივანიშვილის,”-განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ანტისაოკუპაციო აქციაზე დამატებითი ტექნიკა მიიტანეს
შემდეგი სტატიარუსეთის დუმის დეპუტატები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ