ლევან გაჩეჩილაძე – არავის დამორჩილებას არ ვაპირებ

არის რამდენიმე ადამიანი, “მაესტროს” კოლექტივის წარმომადგენელი, რომელსაც უნდა ჩემთან შეხვედრა, – ამის შესახებ “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ტელევიზიის ეზოში ჟუნალისტებს განუცხადა.
ლევან გაჩეჩილაძემ შესვლამდე მათი ვინაობა არ დაასახელა და განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს ამაზე.
“ახლა გამატარეთ, კონკრეტულ სახელებს და გვარებს თქვენ თვითონ ნახავთ. მე ყველასთან მინდა შეხვედრა. ყველა ჟურნალისტს პირადად დაველაპარაკები თუ აქვთ სურვილი. არავის დამორჩილებას არ ვაპირებ, მე მინდა ადმინისტრაციულ- ფინანსურ საკითხებში გარკვევა, იმიტომ, რომ “მაესტრო” არის უმძიმეს მდგომარეობაში”, -განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ის ამ დროისთვის შენობის საკონფერენციო დარბაზში შევიდა.

https://youtu.be/p3-4WGm3YAU

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილის განცხადებით მის საინფორმაციო ბიულეტენში გოგი თოფაძის სტიგმის შემცველი გამოსვლაც მოხვდა
შემდეგი სტატია,, რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით ახალი მოცემულობა არ არის”