“არავის არ უნდა ეგონოს, რომ “ქართული ოცნება”ვინმეს კერძო საკუთრებაა… სიას ვერავინ ვერ შეადგენს რა”-დავით ჭიჭინაძე

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“- დღეს გახდება ცნობილი რა ფინალი ექნება კრიზისს მმართველ გუნდში.

14:00 საათზე პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული. სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გაირკვევა, რით დასრულდება რამდენიმედღიანი ურთიერთბრალდებები თანაგუნდელებს შორის.

მმართველი გუნდის ის წევრები კი რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს ღიად დაუპირისპირდნენ ამბობენ, რომ პარტია არავის საკუთრება არ არის. დავით ჭიჭინაძის განცხადებით აუცილებელია “ქართული ოცნების” ყრილობაზე არჩეული იქნას პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო.

„არავის არ უნდა ეგონოს, რომ “ქართული ოცნება” არის ვინმეს კერძო საკუთრება. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ძალაუფლებაში მოსული პარტია და ყოველივე მის წევრს, რიგითს, არამარტო დეპუტატს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი. პარტია არ შედგება მარტო დეპუტატებისაგან, ამიტომ რას ნიშნავს დისციპლინის დამყარება, მე მგონი ეს არასწორი გამოთქმაა და სიების შედგენა მე თვითონ ზოგადად ვთვლი რომ სიას ვერავინ ვერ შეადგენს რა. ეგრე სიები ჩვენც შეგვიძლია შევადგინოთ მაგრამ რა ძალა ექნება ამ სიას. ვფიქრობ, ყრილობაზე იქნება თავმჯდომარე არჩეული, იქნება ახალი პოლიტსაბჭო არჩეული,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატია“„ვფიქრობთ რომ გავაძლიეროთ გუნდი და შემოვიღოთ გარკვეული თამაშის წესები”- გია ვოლსკი