“არავის არ აქვს საეჭვო სიმპტომები ცაგერსა და ლენტეხში”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2020 12:19

“არავის არ აქვს საეჭვო სიმპტომები ცაგერსა და ლენტეხში”

“არავის არ აქვს საეჭვო სიმპტომები ცაგერსა და ლენტეხში”,- ამის შესახებ მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის თერმოსკრინინგი უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს და უკვე 1000-მდე მოქალაქეა შემოწმებული. რაც შეეხება მარაგებს, როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება.

“ყველა საშუალება და აუცილებლობა არის რეგიონში. მარაგების შეტანის წყვეტა არ მოხდება და ის კომერციული სუბიექტები უპრობლემოდ გაივლიან, ვინც რეგიონს სურსათით ამარაგებდა”,- აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

ლენტეხში საკარანტინო რეჟიმი მას შემდეგ დაწესდა, რაც რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2020 12:19

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics