“განსხვავებული აზრი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის დაცული იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში ულტრალიბერალურად, ზედმეტად იყო დაცული, რაც უნდა გამოსწორდეს – როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა რაღაც ღირებულებას პატივს სცემს და საჯარო სივრცეში გამოდიხარ და ქართულ ღვინოს, ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, შეურაცხყოფას აყენებ, თქვენი აზრით ეს დასჯადი არ უნდა იყოს?! არავის აქვს უფლება, აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებს შეურაცხყოფა მიაყენოს!”_ ამბობს “ინტერპრესნიუსის” ცნობით, “ოცნების” მოკავშირე ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი და ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით შექმნილი ახალი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხმაურება, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.
ახალი საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ განცხადება 30 ივლისს მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ გააკეთეს.















