9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“არავინ იცის, რას ფიქრობს პრეზიდენტი”– ტრამპის გარემოცვა აღიარებს, რომ ომის გეგმა არ არსებობს

Axios-თან საუბარში თეთრი სახლის მრჩევლები აღიარებენ, რომ პრეზიდენტს ირანთან ომის წარმოების „არანაირი მკაფიო გეგმა არ გააჩნია“ და ის ძირითადად იმპროვიზაციითაა დაკავებული.

მრჩევლების თქმით, ტრამპს უყვარს „ვარიანტების ღიად დატოვება“, სხვადასხვა აუდიტორიასთან განსხვავებული იდეების გაჟღერება და შემდეგ იმ მომენტის დაჭერა, რომელიც მას ხელსაყრელად მოეჩვენება.

ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ომის განმავლობაში ტრამპი ხან მკვეთრი ესკალაციისკენ იხრებოდა, ხან კი — კონფლიქტის სასწრაფო დასრულებისკენ. „საბოლოო ჯამში, არავინ იცის, რას ფიქრობს ის სინამდვილეში“, — ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს: „მათ ჰქონდათ გეგმა მხოლოდ პირველი კვირისთვის, მას შემდეგ კი გზადაგზა იგონებენ, რა გააკეთონ“.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ტრამპს იცავს და ამბობს: „გეგმა სწორედ ის არის, რომ თქვენ აზრზე არ იყოთ, რა ხდება“. ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი კი ამას „12-განზომილებიან ჭადრაკს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტრამპი საკუთარ თავს განზრახ ეწინააღმდეგება, რათა მოწინააღმდეგე დააბნიოს.

banner
წინა სტატიაშივის არ შეეხება ავტომობილების განბაჟების გაძვირება
შემდეგი სტატიაპროკურატურა “თბილისის ავტობუსის” ყოფილი დირექტორის ბესიკ ნათენაძის საქმეს გადასინჯავს