„არავინ იცის ოკუპანტი ქვეყნისგან წაყენებული ბრალი რამდენად საფუძვლიანია“ – მამუკა მდინარაძე ცერცვაძის საქმეზე

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე განცხადებებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის რიგებში. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიერ წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა კითხვის ნიშნებს ბადებს:

“ეს არის პრინციპი, რომელსაც ვერავინ გადაუვა-საქართველოს მოქალაქეს უნდა იცავდეს ქართული სახელმწიფო ყოველთვის მიუხედავად იმისა რომელი ქვეყნის კანონმდებლობითაც რაშიც არ უნდა სდებდნენ მას ბრალს ეს კანონიერია თუ უკანონო, ამასაც არ აქვს ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობა, მითუმეტეს ოკუპანტი ქვეყნისგან წაყენებულ ბრალს, რომელიც არავინ იცის რამდენად საფუძვლიანია თუ არასაფუძვლიანი,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“რაც ნაკლებს ვიყვირებთ, რაც ნაკლებს ვიხმაურებთ, უკეთესი შედეგი დადგება,”-სუბარი გიორგი ცერცვაძის დაკავებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი