არავინ იცის, კიდევ რომელი ობიექტი დაიწვება ,,უხერხულად” და საერთოდ, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ უხერხულად ამ უხერხულ ქვეყანაში

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოშიელიავას ბაზრობა ,,უხერხულად” დაიწვა.
ნაცების მიერ ქალაქის მერად უხერხულად გამოშვერილი ზალიკო, დიდუბის გამგებელმა ბაზრობაზე ,,უხერხულად” გაჩენილი ,,პაჟარის” გამო უხერხული განცხადებებისთვის უხერხულობაში ჩააგდო.
,,პაჟარნიამაც” უხერხულად ჩააქრო ცეცხლი.
დაზარალებულებიც უხერხულად ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას.
პოლიტიკური სივრციდან ივანიშვილის უხერხულად გაუჩინარების ფონზე, ქართული ოცნებიდან თბილისის მერობაზე უხერხულად წარდგენილი და თავის დროზე ფეხბურთიდან უხერხულად წასული კალაძე, ცამეტი ივნისის ტრაგედიის დარად, მაღალი ბოტებით და ,,პაჟარნიკის ” შლემით, უხერხულობისგან შემთხვევის ადგილზე არ გაჩითულა.
თბილისის დღევანდელი მერი კი საკუთარი კაბინეტიდან ,,უხერხულად” აკონტროლებდა საგანგებო სიტუაციას…
ქვეყანაში უხერხულობამ დაისადგურა!
არავინ იცის, კიდევ რომელი ობიექტი დაიწვება ,,უხერხულად” და საერთოდ, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ უხერხულად ამ უხერხულ ქვეყანაში…
P.S. დღევანდელობავ, უხერხულობა უნდა გერქვას შენ!-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ მისი მანქანის აფეთქების საქმეში მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია