არავინ არის ომის მომხრე საქართველოში, მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყანაში “ომის პარტიის” არსებობაზე საუბარი მიუღებელია.

მან ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზეც გაამახვილა ყურადღება:

“მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.

ასევე, არ შეიძლება მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში, სანქციების გვერდის ავლით, მიდის რაღაცა ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა აქ ეჭვი და მე მგონი, არავის როლი არ არის რომ შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვი ჩვენი ქვეყნის მიმართ რამეთუ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ ყოფილა კონგრესმენებთან გამართული შეხვედრების თემა.

banner
წინა სტატიაშიმოდით, ყურცქვიტებო, გეტყვით შემდეგ რამეს… – არესტოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიამარშალ გელოვანის გამზირი დაიტბორა – ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია