არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით – პრემიერი აქციის დარბევის მიზეზებზე საუბრობს

პრემიერი, მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევამდე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, მისი განცხადება „რეზინის ტყვიები და გაზი “ქართული ოცნების” ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება“, იმ მომენტში არსებულ რეალურ სიტუაციას აჩვენებდა.

პრემიერის განცხადებით, ძალის გამოყენებას არავინ გეგმავდა, თუმცა, სიტუაცია სწრაფად იცვლებოდა. მისივე თქმით, პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, თუმცა, სამართალდამცავები ძალას არ იყენებდნენ.

„ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და რეალურ განწყობას, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით. რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე და იმ მომენტში, როდესაც დადგა ეს კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, პოლიცია იქნა იძულებული გამოეყენებინა ერთადერთი, რაც მათ ჰქონდათ, ეს იყო ლეგიტიმური ძალა,“ – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმოხდა ძალიან მძიმე სცენარის არიდება – პრემიერი შს მინისტრის გადადგომის საკითხს არ განიხილავს
შემდეგი სტატიაშეუთანხმა თუ არა ბახტაძეს გახარიამ, მომიტინგეების დათვის მოსაგერიებელი ტყვიებით დარბევა – რას პასუხობს პრემიერი ?!