არავინ არ აპირებს იმ 9 წელზე ფოკუსირებას – მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას წინა ხელისუფლების პერიოდზე და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებ ყურადღება გაამახვილოს წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე.
“ გუშინ უმრავლესობასთან შეხვედრის დროს განვაცხადე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში და ავღნიშნე ძალიან მნიშვნელოვანი წინა პირობა, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტურები ამ პრობლემის გადაწყვეტაში. დღეს ჩვენი მმართველობითი ორგანოები საჭიროებენ მეტ ეფექტურობას. მე პირდაპირ გეუბნებით გულწრფელად, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, ის 9 წლიანი პერიოდი არ არის ის ორიენტირი რაზეც ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი და ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო წარსულზე. მინდა ვისაუბრო მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე და იმაზე რაც უდნა გავუკეთოთ ქართველ ხალხს. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ არ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე“ – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე აცნობს.

banner
წინა სტატიაშიერთი მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში და ერთი გარდაცვლილი – ექიმები უცნობი სუბსტანციით მოწამლული ახალგარზდას გადასარჩენად იბრძვიან
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას