„არაუშავს, სუნი გაივლის, მაგრამ ის სტიგმა, რასაც ისინი იმსახურებენ, მათ მიიღეს საშვილიშვილოდ”

რაც კანონით არის დასაშვები, ყველაფერი შეიძლება გამოიყენო ბრძოლისთვის,–ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„არაუშავს, სუნი გაივლის, მაგრამ ის სტიგმა, რასაც ისინი იმსახურებენ, მათ მიიღეს საშვილიშვილოდ. დიახ, „ქართული ოცნება“ უდრის ყროლს და ეს მათ უნდა შეირგონ, რადგან დაიმსახურეს. ივანიშვილმა გუშინ მოახდინა სასამართლოს უზურპაცია. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტიდან გაძევებული და მანდატჩამორთმეული. ვნახეთ გამოგონილი საქმეები და მოგზავნილი „ტიტუშკები“, რომლებიც თურმე მსხვერპლნი არიან. ეს არის გაუსაძლისი რეალობა, რაც სიმბოლურ ენაზე გამოიხატება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყროლი გაუშვა. „ქართული ოცნება“ იმსახურებს და გუშინდელი დღის შემდეგ მისი დამახასიათებელი იქნება ცხოველის ნაკელის სუნი, ამიტომ ყველაფერი რაც კი მოხდება, არის დამნაშავე და იმსახურებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკაში პრინციპულობა, კომპრომისი, შეთანხმება არის მიღებული”
შემდეგი სტატიაირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს