5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“არაუშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან”- ეკა ჭიჭინაძე

“მართლა არ ვიცი რა გიპასუხოთ, ისეთ კითხვებს სვამთ. მე არ ვიცი რატომ ჩამოიღეს (ბანერი). არ მომწონს, მომწონს ეს მე არ მეხება. თქვენ ეს მოიფიქრეთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ჩემთან იყოს მთელი დღე დაკავშირებული?

კულტურას (კომიტეტს) ბანერების ჩამოღება არ ეხება. არაუშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან”,  – ასე უპასუხა “ოცნების” დეპუტატმა, ეკა ჭიჭინაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოღებასთან დაკავშირებით TV პირველის დასმულ შეკითხვებს.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
რის შემდეგაც, თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს მსახიობებმა – კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, მანუ თავაძემ, დათო ბეშიტაიშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ და ტასო ჭანტურიამ.

დღეს, მსახიობის ადვოკატმა გაავრცელა წერილი, რომლის მიხედვითაც აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

banner
წინა სტატიაში24 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიამოსამართლემ ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” გადაწყვეტილება მიიღო