“არათუ მანდატს დავტოვებ, არც კი გადავხედავ ამ საკითხს, რომ არ ვაპირებდი იმასაც გავაკეთებ ,ეს არის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა”

,,არათუ მანდატს დავტოვებ, არც კი გადავხედავ ამ საკითხს, რომ არ ვაპირებდი იმასაც გავაკეთებ ეს არის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა.
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა სურვილებს მოაყოლებს ამ გადაწყვეტილებას – ზარდიაშვილის პარლამენტიდან გადამალვას და გაშვებას. არ მაინტერესებს იმიტომ, რომ თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს და ვიცი რომ არიან ადამიანები ვისაც ანერვიულებთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ მანდატს, განსხვავებით 2009 წლისა, როდესაც მანდატი საჯაროდ დავჭერი და პარლამენტში არ შემოვედი, ამ მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს. მარტო ზარდიაშვილი კი არა, როგორც მათი ლაქია და დავალებების შემსრულებელი არამედ ეს კლანი დამარცხდეს. 2020 წლის არჩევნებში რომ არ ვაპირებდი მონაწილეობას ეს ერთი წლით ადრე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს. 2020 წლის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვალოს რეალობა და ჩემ დარჩენილ ძალას და ენერგიას მოვახმარ, იმას რომ ამ ქვეყანაში იყოს ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი გარემო. ჩემი რეაქცია, რაც მოხდა ბოლოს, იყო კრებსითი პასუხი ყველა უმსგავსობაზე, რასაც სჩადიოდა ეს ადამიანი. ყველა ქალის მაგივრადაც ვისი შეურაცყოფაც და გადათელვაც სცადეს – ასეთმა არსებებმა, არ მინდა ის სიტყვა გამოვიყენო რისო ღირსიც არიან. არათუ მანდატს დავტოვებ, არც კი გადავხედავ ამ საკითხს, რომ არ ვაპირებდი იმასაც გავაკეთებ ეს არის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა და ამ კლანის დამარცხება”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებაზე საქმე აღძრა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს