“არათანაბარ პირობებში ცესკოში პარტიული წარმომადგენლები” -“ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” სასამართლოს მიმართა

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ოპოზიცია ამბობს, რომ თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებისადმი ცესკოს მხრიდან შეინიშნება დისკრიმინაციული მოპყრობა.

“არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ცესკო-მ დაიწყო უკანონო გადაწყვეტილებების მიღება. კერძოდ, 27 აგვისტოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული და პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისთვის განესაზღვრათ სახელფასო ანაზღაურება. აღნიშნულია, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებს გაცილებით მეტი ხელფასი დაუნიშნეს, პარტიებით დანიშნულ წევრებთან შედარებით. ეს არის ცესკოს მხრიდან კომისიის წევრებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობა, როცა იმის მიუხედავად, რომ თანაბარი შრომა უწევთ, არათანაბარ პირობებში ამყოფებენ. ამიტომ მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და კომისიის წევრებს განესაზღვროთ თანაბარი ხელფასები”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ.

banner
წინა სტატიაშილატვიის საგარეო მინისტრი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლის თქმით, პატრიარქს არ სურს ოცნების ინიციატივა დაჩქარებულად იქნას განხილული