არასწორი პოლიტიკა არის იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს – ირაკლი ყიფიანი

ეროვნული ბანკის ინტერვენცია ლარს ვეღარ უშველის – არჩევნების შემდეგ დაწყებული დევალვაციის ფონზე განცხადებას, ეკონომიკის ექსპერტები აკეთებენ.

სპეციალისტების განცხადებით, ერონული ვალუტა გაუფასურების იმ ნიშნულზეა, როდესაც გამოსავალი მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებაა.

„ლარის გაუფასურებაში მთავარ ფაქტორებს თამაშობს მოლოდინები, რომელიც ბაზარზე არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოხსნილია, რადგან არასწორი მოლოდინებია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სწორედ იმაში, რომ დღეს ამდენი წლის შემდეგ, ოდნავი არასწორი მოლოდინებიც კი ბაზარზე, ასეთ მნიშვნელოვან მერყეობას განაცდევინებს ლარის გაცვლით კურსს. შესაბამისად, არასწორი პოლიტიკა არის საბოლოო ჯამში იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს,“ – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშისროლა თბილისში
შემდეგი სტატიათბილისის მთავრობის დამტკიცებას მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე მოუწევს